ქენდეს ბუშნელი
მსუბუქად და საამურად (თავი პირველი)
ბოლო ათი წელი ჯენი უილქოქსი ზაფხულის სეზონს ჰემფთონში ატარებდა და ამ ხნის განმავლობაში საკუთარი სახსრებით სახლის იჯარით აღება არ დასჭირვებია. საერთოდაც, ფულს არაფერში იხდიდა, გარდა კომპანია „ჯითნის“ სამარშრუტო ავტობუსის ბილეთისა. ოთხმოცდაათიანების დასაწყისში ჯენის მოდელად მოუხდა მუშაობა და ამან მქრქალი დიდება მოუტანა, რის წყალობითაც, ერთ მხატვრულ ფილმში როლიც კი ერგო (სექს-სიმბოლო ინტელექტუალი მამაკაცებისთვის). მეტად კინოში აღარ უთამაშია, თუმცა, მცირედ „მქრქალი“ სახელმოხვეჭილობის რეპუტაცია განუმტკიცდა და ჯენმაც სწრაფად მოისაზრა, რომ ამით ფულის შოვნა და ცხადია, უზრუნველად ცხოვრება შეიძლებოდა: მთავარი ხომ ბუნებრივი მონაცემების შენარჩუნება გახლდათ. [იხილე მეტი…]
{ Comments on this entry are closed }




