1. იყავით შორსმჭვრეტელი. საქმის დაწყებამდე წარმოიდგინეთ საბოლოო რეზულტატი, თანც მკაფიო სურათის სახით. ზუსტად დახატეთ წარმოსახვაში, რისი მიღწევა გსურთ, როგორი იქნება ამ დროს თქვენი გარემოცვა, გარესამყარო, რა შეცვლება თავად თქვენში, რამდენ ფულს, საჭირო კავშირებს და საშუალებებს შეიძენთ ამით. შეაფასეთ თქვენი გადაწყვეტილების ნეგატიური შედეგებიც და რისკი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ. 2. შეიმუშავეთ ფინანსური გეგმა. ბიზნესი _ უწინარეს ყოვლისა, ფინანსების ცოდნაა. ისწავლეთ აქტივისა და პასივის, აქტიური და პასიური შემოსავლების გარჩევა. დაისახეთ მიზნები, რომლებშიც გათვალისწინებულია გამოსავალის მკაფიო სტრატეგია. Aმ გეგმის ძირითადი დონეებია: რეზერვის უზრუნველყოფა (ფორს-მაჟორის შემთხვევაში), უსაფრთხოების გეგმა (როცა გასავალი შემოსავალს აჭარბებს), კომფორტისა და სიმდიდრის გეგმები. აღწერეთ ამის მიღწევის გზა ისე მარტივად, რომ 5 წლის ბავშვმაც კი გაიგოს.
3. შექმენით საწყისი კაპიტალი. კაპიტალის შექმნის ვარიანტები: კრედიტის აღება, შემოსავალი ლიკვიდური საქონლის ყიდვა-გაყიდვიდან (მაგალითად, უძრავი ქონებისა ან ფასიანი ქაღალდების); გამოძებნეთ მფარველი; მოიზიდეთ სტრატეგიული ინვესტორი, გაერთინდით საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან. შემდეგ ინვესტიცია დააბანდეთ იმაში, რაც პასიურ მოგებას მოგიტანთ.
4. წარმატება 10-პროცეტიანი იღბალი და 90-პროცენტიანი მოთმინებაა. ზოგიერთები მოგებას იმიტომ არ იღებენ, რომ, რომ საკუთარი ძალების არ სჯერათ. გაბედულად მიიღეთ გადაწყვეტილებები. თუ ინვესტიციას წაგება მოაქვს, შინაგან ძალას მოუხმეთ და უარი თქვით მასზე.
5. ბიზნესში მხოლოდ ის აკეტეთ, რაც შემოსავალს მოგიტანთ. თუ ამ პრინციპს წესად აქცევთ, მუდამ გექნებათ და ფული. Gადაწყვეტილების მირებამდე მისგან მოგება დაითვალეთ. კონცენტრაცია მოახდინეთ 1) აქტივებისგან პასიური მოგების მირებაზე და 2) სისტემის სრულყოფაზე.
6. იარეთ გამარჯვებამდე. ბიზნესში წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ურთიერთობების უნარია. თუ საუკეთესო სპეციალისტთა მოზიდვა გსურთ, თქვენი ოცნება იმგვარად აღუწერეთ, თითქოს ეს უკვე რეალობაა. ისე იცხოვრეთ, თითქოსდა უკვე მიგეღწიოთ მიზნისთვის. ღოცა სხვები დაგიჯერებენ და მოგენდობიან, სხვა გზა არ დაგრცებათ, დასახულ მიზანს უნდა მიაღწიოთ.
7. ფული თქვენზე მუშაობს. რაც უფრო სწრაფად აბრუნებთ ფულს, მიტ ინტენსიური გახდება ფულის ნაკადი. შექმენით ისეთი სისტემა და შეკრიბეთ ისეთი ჯგუფი, რომ ბიზნესი თქვენი უშუალო მონაწილეობის გარეშეც ფუნქციონირებდეს.
8. გახსოვდეთ, რომ თამაშსი, ისევე როგორც ბიზნესში, ნებადართულია ყველაფერი, რაც აკრძალული არ არის. ნამდვილად დიდი ფული იქ კი არა არის, სადაც უკვე გაკვალული ბილიკია, არამედ იქ, სადაც ჯერ ფეხი არავის დაუდგამს. ამიტომ ეძებეთ პერსპექტიული ბაზარი და მიმართულებები. შპეციალისტების აზრით, უფრო მეტად ეფექტიანია მიმართულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია პლანეტის ყველა მცხოვრებისათვის: ჯანმრთელობა, განათლება, ინვესტიციები, უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შეიმუშავეთ ახალი სქემები, მარკეტინგისა და გაყიდვების ახალი მეთოდები.
9. აიძულეთ ფული, თქვენზე იმუშაოს. ღარიბი ადამიანები ფულისათვის მუშაობენ, მდიდრები კი ფულს აიძულებენ მათზე იმუშაოს. ისინი იძენენ აქტივებს:უძრავ ქონებას, ფასიან ქაღალდებს, სხვადასხვა კომპანიასა და საწარმოს. გახსოვდეთ, რომ სიმდიდრე უნარია, იცხოვროთ ისე, რომ არ იმუშავოთ!
Previous post: მილიონერები ამბობენ
Next post: თუ მამაკაცს თქვენი მიტოვება სურს



Comments on this entry are closed.