ფულის შოვნის ორიგინალური მეთოდები

Post image for ფულის შოვნის ორიგინალური მეთოდები

by NICOLE on 14/12/2011 · 1 comment

in პოპულარული

ბრიტანელმა მკვლევარებმა ფულის შოვის ყველაზე ორიგინალური მეთოდების ნუსხა შეადგინეს. აი ზოგიერთი მათგანი:
1. 1960-იან წლებში ჩიკაგოს სადგურზე მამაკაცისა და ქალის ფიგურა-ავტომატები იდგა. ავტომატებში მონეტებს ყრიდნენ, ისინი კი ხელს იწვდიდნენ მომხმარებლისკენ და ეუბნებოდნენ: “გამარჯობა, მეგობარო, ბედნიერ მგზავრობას გისურვებ!” მარტოხელა მგზავრები სიამოვნებით სარგებლობდნენ “მეგობარი” ავტომატების მომსახურებით.
2. რობერტ პოტმა, რომელიც წლების განმავლობაში სათავეში ედგა ქალაქ ვუპერტალში (გფრ) ნაგვის გადამყრელ ფირმას, შექმნა მუზეუმი, რომელშიც ხელმისაწვდომ ფასად შეიძლებოდა “ხარახურის” დათვალიერება. ექსპოზიციას ერქვა “განძეული ნაგავსაყრელიდან.” ექსპონატთა შორის იყო შუასაუკუნეების ძვირფასი ხელნაწერები, უნიკალური ფერწერული ტილოები, ძველებური იშვიათი საათები და სხვა ანტიკვარიატი.3. ნიუ-იორკელმა ელიას ფერგიუსონმაც ფული “ნაგავში”იშოვა. მას 100 ათასი ძველი და იშვიათი გაზეთი ჰქონდა. ერთხელაც, ფერგიოუსონი უსახლკაროდ დარჩა, ძვირფასი კოლექცია კი ვერ გაყიდა. მაშინ აზრად მოუვიდა, ერთმანეთზე დაწებებული გაზეთებით ფარდული აეშენებინა. ქაღალდის სახლის წინ ცნობისმოყვარე ხალხი გროვდებოდა. მათ შორის იყვნენ ტურისტებიც. მაშინ ელიასმა დიდი განცხადება გამოაკრა: “ტურისტული ობიექტი. XX საუკუნის დასაწყისის გაზეთებისგან აშენებული სახლი. დათვალიერება – ერთი დოლარი.” ბიზნესი ერთობ წარმატებული გამოდგა.
4. ბრიტანელმა ფსიქოლოგმა როჯერ გრეიმ კი ბიზნესი ცრემლებზე ააწყო. მან საჯაროდ განაცხადა: “მამაკაცები ქალებთან შედარებით ნაკლებს ცოცხლობენ იმის გამო, რომ გრძნობებს იოკებენ და იშვიათად ტირიან.” გრეიმ შექმნა სპეციალური კურსები, სადაც მამაკაცებს ტირილს ასწავლიდა, რითაც მათი სიცოცხლიეს უხანგრძლივებდა…
5. კაიროელმა არქეოლოგებმა ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნით დათარიღებული თიხის ფირფიტა იპოვეს, სადაც აღწერილი იყო ძალიან იშვიათი კრემის რეცეპტი, რომლითაც თითქოსდა ძველეგვიპტელი ქალბატონები სარგებლობდნენ. არქეოლოგები არ დაიბნენ და კრემის სერიული გამოშვება დაიწყეს. წარმატებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
6. ჩინეთის ქალაქ ნანძიანში გაიხსნა ლუდის ბარი, რომელსაც “დამსხვრეულ გულთა ბარი” ეწოდა. ეს დაწესებულება საგანგებოდ მათთვის შეიქმნა, ვისაც საყვარელ ადამიანთან განშორებამ ტკივილი მიაყენა. მაგიდებზე გაშლილია ცხვირსახოცები და დასამშვიდებელი წვეთების ფლაკონები დგას. გარდა ამისა, პაბში ადამიანის სიმაღლის თოჯინები დგას, რომლებიც ქალებსა და მამაკაცებს განასახიერებენ, გულმოსულ კლიენტს შეუძლია ჯავრი მათზე იყაროს. დაწესებულებაში საათობრივი გადასახადია. დეპრესიის თითო საათი, შეკვეთის ანგარიშსწორების გარდა, კლიენტს 5 დოლარი უჯდება. ბარში ტევა არ არის…

This post was written by...

– who has written 27 posts on BESTSELLERS.

Contact the author

{ 1 comment }

1 გიორგი დეკემბერი 23, 2011 at 02:58

ყველაზე მეტად ბოლო იდეა მომეწონა :) ხო არ გაგვეკეთებინა? :)

Comments on this entry are closed.

Previous post:

Next post: