თუ მამაკაცს თქვენი მიტოვება სურს

Post image for თუ მამაკაცს თქვენი მიტოვება სურს

by NICOLE on 14/12/2011

in პოპულარული

გრძნობთ, რომ თქვენი რჩეული ბოლო ხანს შეიცვალა და ეს ცვლილება სასიკეთო სულაც არ არის? არადა, უკვე ქორწილზე ოცნებობდით. როგორ უნდა მოიქცეთ: ურთიერთობის გადარჩენას შეეცადოთ, დაელოდოთ, როდის მიგატოვებთ, თუ თავად გაერიდოთ? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სერიოზულია ვითარება. აი 5 ნიშანი იმისა, რომ გულის სწორი თქვენს მიტოვებას აპირებს:

1. თქვენი ტელეფონი დუმს.

ცოტა ხნის წინ შეყვარებული დღეში ან კვირაში რამდენჯერმე გირეკავდათ, ახლა კი სატელეფონო ზარების რიცხვი შემცირდა. ის თავს იმართლებს, რომ ძალიან დაკავებულია სამსახურში ან მშობლებს რემონტის გაკეთებაში ეხმარება.

რა იმალება ამის უკან: ენდორფინებისა და სხვა ჰორმონების თავდაპირველი გამოტყორცნა შემცირდა და ახლა თქვენი რჩეული ცდილობს, მოსაწყენ ყოფას, რუტინას და იმ საფრთხეს გაექცეს, რომ თქვენი ურთიერთობა შორს წავა. თუმცა, განშორებისათვის მზად მაინც არ არის, ამიტომაც რეკავს ხანგამოშვებით. სურს, დარწმუნდეს, რომ ჯერ კიდევ ელოდებით.

როგორ მოვიქცეთ: ძალიან დაკავებული და არცთუ იოლად მისაწვდომი უნდა გახდეთ. როგორც კი თქვენი რჩეული დარწმუნდება, რომ მის თავისუფლებას არაფრით ემუქრებით, მაშინვე გაუჩნდება სურვილი, თქვენი დამოუკიდებლობა აღკვეთოს და მაშასადამე, ურთიერთობაც ახალ ფაზაში გადავა.

მცდარი ტაქტიკა: წამდაუწუმ ურეკავთ და ეკითხებით, სად დაიკარგა. შედეგად, შეიძლება ტელეფონის ნომერი შეიცვალოს ანდა ზარებზე აღარ გიპასუხოთ.

2. სამომავლო გეგმებს არ აწყობს. ანდა მის გეგმებში თქვენთვის ადგილი არ მოიძებნება. თანაც სავალდებულო არ არის, რომ ეს გეგმები თქვენს ერთობლივ ცხოვრებას შეეხებოდეს.

როგორ მოვიქცეთ: ისევ ჯობს, მისთვის ნაკლებ მისაწვდომი გახდეთ. გაუზიარეთ თქვენი გეგმები, რომელშიც მისი ადგილი არ არის. თუ მას ნამდვილად უყვარხართ, შეშფოთდება და შეეცდება, მეტი დრო გაატაროთ ერთად.

მცდარი ტაქტიკა: ეხვეწოთ ან დაადგინოთ მკაცრი წესები, ანდა უარი თქვათ გართობაზე და ოთხკედელშუა გამომწყვდეულმა იტანჯოთ. დროებით უარი თქვით ერთობლივ გეგმებზე, რადგან საკმარისია ჰკითხოთ, “ძვირფასო, როგორ გგონია, რამდენი შვილი გვეყოლება?” რომ მამაკაცი მაშინვე აორთქლდება.

3. აცხადებს, რომ მეტი თავისუფლება სჭირდება. თქვენთვის კი ერთი რამ ცხადია: ის სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებს თქვენთან.

რა იმალება ამის უკან: ზოგჯერ ასეთი “თავისუფლება” სინონიმია სიტყვისა “მშვიდობით”. თუმცა ზოგჯერ მამაკაცს ნამდვილად სჭირდება ცოტა მეტი სივრცე. ასეთი მამაკაცები, რაც იშვიათად გხედავენ, მით მეტად უყვარხართ, რის გამოც ბოლოსდაბოლოს ნებაყოფლობით ამბობენ უარს “თავისუფლებაზე”.

როგორ მოვიქცეთ: მიეცით მისი ნანატრი თავისუფლება, საბელი იქამდე მიუშვით, რამდენადაც ეს შესაძლებელია საკუთარი თავისთვის ზიანის მიუყენებლად. ზოგჯერ სასხვათაშორისოდ შეახსენეთ თქვენი არსებობა, მაგრამ თუ თქვენი რჩეული “შორეული ნაოსნობის კაპიტანია”, ჯობს საერთოდ უარი თქვათ მასზე.

მცდარი ტაქტიკა: მისი თავისუფლების შეზღუდვა, რის გამოც აუცილებლად მიგატოვებთ.

4. უკვე აშკარად აღიზიანებთ.
ყველაფერს ისე არ აკეთებთ, როგორც საჭიროა. იმასაც კი, რაც ადრე მოსწონდა. მოთმინება აღარაფერზე ჰყოფნის.

რა იმალება ამის უკან: ის თქვენგან დაიღალა. ზოგჯერ მამაკაცი სრულებით შეგნებულად ავლენს აგრესიას, რომ ქალისთვის მასთან განშორება მტკივნეული არ იყოს.

როგორ მოვიქცეთ: თუ თავდაჯერებული ხართ, კრიტიკას საკუთარ თავზე ნუ მიიღებთ. მართალია, მისი საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ განშორება უნდა, მაგრამ თავად თქვენ რაში გჭირდებათ ასეთი კაცი?

მცდარი ტაქტიკა: ცრემლები და პატიების თხოვნა იმისათვის, რაც არ დაგიშავებიათ.

5. ამას უბრალოდ გრძნობთ. Mმეექვსე გრძნობა გკარნახობთ, რომ თქვენ შორის ყველაფერი რიგზე ვერ არის.

რა იმალება ამის უკან: შესაძლოა ეს უბრალოდ პარანოია და დაბალი თვითშეფასებაა… თუმცა შესაძლოა, თქვენს ურთიერთობაში მართლაც არსებობდეს რაღაც პრობლემები.

როგორ მოვიქცეთ: შეეცადეთ გულახდილად დაელაპარაკოთ ამ თემაზე და გაარკვიოთ, რით არის უკმაყოფილო, შემდეგ კი წარმოქმნილი პრობლემები გადაჭრათ. ორონდ საუბრისას გაფრთხილდით, კაცებს არ უყვართ ასეთ თემებზე ლაპარაკი. თუმცა მანამდე, ჯობს საკუთარ თავში გაერკვეთ, იქნებ თქვენა ხართ უკმაყოფილო?

მცდარი ტაქტიკა: პრევენციული ზომების მიღება და რჩეულის მიტოვება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ “არ დაგასწროთ”. თუ შემდეგ გაირკვევა, რომ ეს ყველაფერი თქვენი ფანტაზიის ნაყოფია, ურთიერთობებს ვეღარ აღადგენთ.

This post was written by...

– who has written 27 posts on BESTSELLERS.

Contact the author

Comments on this entry are closed.

Previous post:

Next post: