BESTSELLERS

ოთხი ქერა ქალი
ქენდეს ბუშნელი

მსუბუქად და საამურად (თავი პირველი)

ბოლო ათი წელი ჯენი უილქოქსი ზაფხულის სეზონს ჰემფთონში ატარებდა და ამ ხნის განმავლობაში საკუთარი სახსრებით სახლის იჯარით აღება არ დასჭირვებია. საერთოდაც, ფულს არაფერში იხდიდა, გარდა კომპანია „ჯითნის“ სამარშრუტო ავტობუსის ბილეთისა. ოთხმოცდაათიანების დასაწყისში ჯენის მოდელად მოუხდა მუშაობა და ამან მქრქალი დიდება მოუტანა, რის წყალობითაც, ერთ მხატვრულ ფილმში როლიც კი ერგო (სექს-სიმბოლო ინტელექტუალი მამაკაცებისთვის). მეტად კინოში აღარ უთამაშია, თუმცა, მცირედ „მქრქალი“ სახელმოხვეჭილობის რეპუტაცია განუმტკიცდა და ჯენმაც სწრაფად მოისაზრა, რომ ამით ფულის შოვნა და ცხადია, უზრუნველად ცხოვრება შეიძლებოდა: მთავარი ხომ ბუნებრივი მონაცემების შენარჩუნება გახლდათ.

ამგვარად, ყოველ წელს, უმეტესწილად მაისის თვეში, ჯენი საზაფხულოდ სახლის, უფრო სწორად კი, ასეთი სახლის მფლობელი მამაკაცის  ძებნას იწყებდა. ფული არ ჰქონდა და ამას მაინცდამაინც არ ნაღვლობდა, რადგან მდიდარი მეგობრები ჰყავდა და მდიდარივე მამაკაცების ყურადღებას იქცევდა. ხოლო მდიდარი კაცის გულის მონადირების საიდუმლო, რომელიც ბევრ ქალს ვერასგზით გამოუცნია, ზედმიწევნით მარტივი გახლავთ – პირველ რიგში, თავი არ უნდა მოიტყუო გათხოვების ილუზიებით. ნიუ იორკში არ მოიძებნებოდა ისეთი მდიდარი კაცი, უარს რომ იტყოდა უპრეტენზიო მეგობარი ქალის საზოგადოებასა და გარანტირებულ მინეტზე!  და საერთოდაც, რა თავში იხლიდა რომელიმე ასეთი კაცის ცოლობას! ყოველი მორიგი მდიდარი კაცი, რომელთანაც ჯენი დროს ატარებდა, რაღაცნაირი უნიათო, გადარეული ანდა გარყვნილი გამოდგებოდა, – ასე რომ, შრომის დღის წინადღეს კიდევ ერთი რომანი დაასრულა და შვებითაც ამოისუნთქა.

უნდა ითქვას, რომ თითქმის ყოველთვის ჯენის განკარგულებაში იყო მორიგი მამაკაცის მშვენიერი სახლიცა და მანქანაც. უპირატესობას არც მთლად სპორტულ მანქანებს ანიჭებდა, რადგან „ფერარისა“ და „პორშეს“ მფლობელები თავიანთ მანქანებზე „ირეოდნენ“ და საჭესთან დაჯდომასაც არავის ანებებდნენ, ქალზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო!

პიტერი, ასე ერქვა მამაკაცს, რომელთანაც მან შარშანდელი ზაფხული გაატარა, სწორედ ასეთ კატეგორიას განეკუთვნებოდა. მოკლედ თმაშეჭრილი მოოქროსფრო ქერა და ამასთან, სახელგანთქმული ადვოკატი იყო შოუ-ბიზნესის სამყაროში, თუმცა ისეთი აღნაგობა ჰქონდა, მამაკაცის საცვლების რეკლამის მკეთებელსაც რომ შეშურდებოდა. ჯენი და პიტერი ერთმანეთს „ბრმა“ პაემანზე შეხვდნენ, თუმცაღა მანამდე მათი გზები ბევრჯერ გადაკვეთილა ნაირნაირ წვეულებებზე. პიტერმა ის თავისთან, ვესტ-ვილიჯში დაპატიჟა – დღისით მეტისმეტად მოუცლელი იყო რესტორნის შესარჩევად. მას შემდეგ, რაც ჯენმა კარზე ზარი დაურეკა, ქუჩაში კიდევ 15 წუთს აყურყუტა. თუმცა ჯენი ამას არ შეუცბუნებია, რადგან მისი მეგობარი, თავი საზოგადოების ნაღებად რომ მიაჩნდა – პიტერთან ერთად სწავლობდა კოლეჯში და ეს შეხვედრაც სწორედ მან მოაწყო, – დაჟინებით უმეორებდა, პიტერს ძალიან მდიდრული, უძველესი სახლი აქვს ლილი-ლონდ-ლეინზე ისტჰემპტონშიო. ვახშმის შემდეგ ისინი კვლავ პიტერის სახლში დაბრუნდნენ – ფინიას გასასეირნებლად, – ხოლო როცა სამზარეულოში აღმოჩნდნენ, ჯენმა მაცივარზე მიკრული ფოტოსურათი დაინახა: საცურაო ტრუსებში გამოწყობილი პიტერი პლაჟზე, მუცლის კუნთები კუს ბაკანს რომ მიუგავდა. ეტყობა ამიტომაც გადაწყვიტა ჯენმა, რომ იმავე ღამით დაკავდებოდა სექსით.

ოთხშაბათი იყო, ხსენების წინადღე. მეორე დილას პიტერმა კაპუჩინოს მოსამზადებლად რომ ააგრუხუნა ყავის სადუღარა, ჯენსაც მაშინ ჰკითხა, უიქ-ენდზე აგარაკზე ხომ არ წამომყვებოდიო. ჯენი ამ წინადადებას ელოდა, მიუხედავად იმისა, რომ პიტერთან სექსი ყველაზე უხეირო აღმოჩნდა იმათ შორის, რაც ამ ბოლო წლებში ჰქონია (ყველაფერი რაღაც უნიათო კოცნით დაიწყო, მერე პიტერი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და თავისი ასოს სრესას მოჰყვა, სანამ იმან თავი არ წამოყო, რომ პრეზერვატივი ჩამოეცმია და იქ შეეყო, სადაც საჭიროა). და მაინც ჯენი მადლიერი გახლდათ, რომ პიტერმა თხოვნა არ დააყოვნა.

-გონიერი გოგო ხარ, თავადაც იცი, – შენიშნა პიტერმა, რომელიც კაპუჩინოს ორ მომინანქრებულ ფინჯანში ასხამდა. ფრანგული,  „მოკრივის“თეთრი ტრუსები ეცვა, ხვანჯარზე ღილკილოებით.

-რასაკვირველია, – მიუგო ჯენმა.

-სერიოზულად გეუბნები, – განაგრძო პიტერმა, – წუხანდელი ღამის ჩემთან გატარება ხომ თავად გადაწყვიტე.

-ასეთ დროს ჯობია არ გააჭიანუარო.

(გაგრძელება იქნება)

თუ მამაკაცს თქვენი მიტოვება სურს
გრძნობთ, რომ თქვენი რჩეული ბოლო ხანს შეიცვალა და ეს ცვლილება სასიკეთო სულაც არ არის? არადა, უკვე ქორწილზე ოცნებობდით. როგორ უნდა მოიქცეთ: ურთიერთობის გადარჩენას შეეცადოთ, დაელოდოთ, როდის მიგატოვებთ, თუ თავად გაერიდოთ? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სერიოზულია ვითარება. აი 5 ნიშანი იმისა, რომ გულის სწორი თქვენს მიტოვებას აპირებს:

1. თქვენი ტელეფონი დუმს.

ცოტა ხნის წინ შეყვარებული დღეში ან კვირაში რამდენჯერმე გირეკავდათ, ახლა კი სატელეფონო ზარების რიცხვი შემცირდა. ის თავს იმართლებს, რომ ძალიან დაკავებულია სამსახურში ან მშობლებს რემონტის გაკეთებაში ეხმარება.

რა იმალება ამის უკან: ენდორფინებისა და სხვა ჰორმონების თავდაპირველი გამოტყორცნა შემცირდა და ახლა თქვენი რჩეული ცდილობს, მოსაწყენ ყოფას, რუტინას და იმ საფრთხეს გაექცეს, რომ თქვენი ურთიერთობა შორს წავა. თუმცა, განშორებისათვის მზად მაინც არ არის, ამიტომაც რეკავს ხანგამოშვებით. სურს, დარწმუნდეს, რომ ჯერ კიდევ ელოდებით.

როგორ მოვიქცეთ: ძალიან დაკავებული და არცთუ იოლად მისაწვდომი უნდა გახდეთ. როგორც კი თქვენი რჩეული დარწმუნდება, რომ მის თავისუფლებას არაფრით ემუქრებით, მაშინვე გაუჩნდება სურვილი, თქვენი დამოუკიდებლობა აღკვეთოს და მაშასადამე, ურთიერთობაც ახალ ფაზაში გადავა.

მცდარი ტაქტიკა: წამდაუწუმ ურეკავთ და ეკითხებით, სად დაიკარგა. შედეგად, შეიძლება ტელეფონის ნომერი შეიცვალოს ანდა ზარებზე აღარ გიპასუხოთ.

2. სამომავლო გეგმებს არ აწყობს. ანდა მის გეგმებში თქვენთვის ადგილი არ მოიძებნება. თანაც სავალდებულო არ არის, რომ ეს გეგმები თქვენს ერთობლივ ცხოვრებას შეეხებოდეს.

როგორ მოვიქცეთ: ისევ ჯობს, მისთვის ნაკლებ მისაწვდომი გახდეთ. გაუზიარეთ თქვენი გეგმები, რომელშიც მისი ადგილი არ არის. თუ მას ნამდვილად უყვარხართ, შეშფოთდება და შეეცდება, მეტი დრო გაატაროთ ერთად.

მცდარი ტაქტიკა: ეხვეწოთ ან დაადგინოთ მკაცრი წესები, ანდა უარი თქვათ გართობაზე და ოთხკედელშუა გამომწყვდეულმა იტანჯოთ. დროებით უარი თქვით ერთობლივ გეგმებზე, რადგან საკმარისია ჰკითხოთ, “ძვირფასო, როგორ გგონია, რამდენი შვილი გვეყოლება?” რომ მამაკაცი მაშინვე აორთქლდება.

3. აცხადებს, რომ მეტი თავისუფლება სჭირდება. თქვენთვის კი ერთი რამ ცხადია: ის სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებს თქვენთან.

რა იმალება ამის უკან: ზოგჯერ ასეთი “თავისუფლება” სინონიმია სიტყვისა “მშვიდობით”. თუმცა ზოგჯერ მამაკაცს ნამდვილად სჭირდება ცოტა მეტი სივრცე. ასეთი მამაკაცები, რაც იშვიათად გხედავენ, მით მეტად უყვარხართ, რის გამოც ბოლოსდაბოლოს ნებაყოფლობით ამბობენ უარს “თავისუფლებაზე”.

როგორ მოვიქცეთ: მიეცით მისი ნანატრი თავისუფლება, საბელი იქამდე მიუშვით, რამდენადაც ეს შესაძლებელია საკუთარი თავისთვის ზიანის მიუყენებლად. ზოგჯერ სასხვათაშორისოდ შეახსენეთ თქვენი არსებობა, მაგრამ თუ თქვენი რჩეული “შორეული ნაოსნობის კაპიტანია”, ჯობს საერთოდ უარი თქვათ მასზე.

მცდარი ტაქტიკა: მისი თავისუფლების შეზღუდვა, რის გამოც აუცილებლად მიგატოვებთ.

4. უკვე აშკარად აღიზიანებთ.

ყველაფერს ისე არ აკეთებთ, როგორც საჭიროა. იმასაც კი, რაც ადრე მოსწონდა. მოთმინება აღარაფერზე ჰყოფნის.

რა იმალება ამის უკან: ის თქვენგან დაიღალა. ზოგჯერ მამაკაცი სრულებით შეგნებულად ავლენს აგრესიას, რომ ქალისთვის მასთან განშორება მტკივნეული არ იყოს.

როგორ მოვიქცეთ: თუ თავდაჯერებული ხართ, კრიტიკას საკუთარ თავზე ნუ მიიღებთ. მართალია, მისი საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ განშორება უნდა, მაგრამ თავად თქვენ რაში გჭირდებათ ასეთი კაცი?

მცდარი ტაქტიკა: ცრემლები და პატიების თხოვნა იმისათვის, რაც არ დაგიშავებიათ.

5. ამას უბრალოდ გრძნობთ. Mმეექვსე გრძნობა გკარნახობთ, რომ თქვენ შორის ყველაფერი რიგზე ვერ არის.

რა იმალება ამის უკან: შესაძლოა ეს უბრალოდ პარანოია და დაბალი თვითშეფასებაა… თუმცა შესაძლოა, თქვენს ურთიერთობაში მართლაც არსებობდეს რაღაც პრობლემები.

როგორ მოვიქცეთ: შეეცადეთ გულახდილად დაელაპარაკოთ ამ თემაზე და გაარკვიოთ, რით არის უკმაყოფილო, შემდეგ კი წარმოქმნილი პრობლემები გადაჭრათ. ორონდ საუბრისას გაფრთხილდით, კაცებს არ უყვართ ასეთ თემებზე ლაპარაკი. თუმცა მანამდე, ჯობს საკუთარ თავში გაერკვეთ, იქნებ თქვენა ხართ უკმაყოფილო?

მცდარი ტაქტიკა: პრევენციული ზომების მიღება და რჩეულის მიტოვება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ “არ დაგასწროთ”. თუ შემდეგ გაირკვევა, რომ ეს ყველაფერი თქვენი ფანტაზიის ნაყოფია, ურთიერთობებს ვეღარ აღადგენთ.

მილიონერების საიდუმლო
1. იყავით შორსმჭვრეტელი. საქმის დაწყებამდე წარმოიდგინეთ საბოლოო რეზულტატი, თანც მკაფიო სურათის სახით. ზუსტად დახატეთ წარმოსახვაში, რისი მიღწევა გსურთ, როგორი იქნება ამ დროს თქვენი გარემოცვა, გარესამყარო, რა შეცვლება თავად თქვენში, რამდენ ფულს, საჭირო კავშირებს და საშუალებებს შეიძენთ ამით. შეაფასეთ თქვენი გადაწყვეტილების ნეგატიური შედეგებიც და რისკი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ. 2. შეიმუშავეთ ფინანსური გეგმა. ბიზნესი _ უწინარეს ყოვლისა, ფინანსების ცოდნაა. ისწავლეთ აქტივისა და პასივის, აქტიური და პასიური შემოსავლების გარჩევა. დაისახეთ მიზნები, რომლებშიც გათვალისწინებულია გამოსავალის მკაფიო სტრატეგია. Aმ გეგმის ძირითადი დონეებია: რეზერვის უზრუნველყოფა (ფორს-მაჟორის შემთხვევაში), უსაფრთხოების გეგმა (როცა გასავალი შემოსავალს აჭარბებს), კომფორტისა და სიმდიდრის გეგმები. აღწერეთ ამის მიღწევის გზა ისე მარტივად, რომ 5 წლის ბავშვმაც კი გაიგოს.

3. შექმენით საწყისი კაპიტალი. კაპიტალის შექმნის ვარიანტები: კრედიტის აღება, შემოსავალი ლიკვიდური საქონლის ყიდვა-გაყიდვიდან (მაგალითად, უძრავი ქონებისა ან ფასიანი ქაღალდების); გამოძებნეთ მფარველი; მოიზიდეთ სტრატეგიული ინვესტორი, გაერთინდით საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან. შემდეგ ინვესტიცია დააბანდეთ იმაში, რაც პასიურ მოგებას მოგიტანთ.

4. წარმატება 10-პროცეტიანი იღბალი და 90-პროცენტიანი მოთმინებაა. ზოგიერთები მოგებას იმიტომ არ იღებენ, რომ, რომ საკუთარი ძალების არ სჯერათ. გაბედულად მიიღეთ გადაწყვეტილებები. თუ ინვესტიციას წაგება მოაქვს, შინაგან ძალას მოუხმეთ და უარი თქვით მასზე.

5. ბიზნესში მხოლოდ ის აკეტეთ, რაც შემოსავალს მოგიტანთ. თუ ამ პრინციპს წესად აქცევთ, მუდამ გექნებათ და ფული. Gადაწყვეტილების მირებამდე მისგან მოგება დაითვალეთ. კონცენტრაცია მოახდინეთ 1) აქტივებისგან პასიური მოგების მირებაზე და 2) სისტემის სრულყოფაზე.

6. იარეთ გამარჯვებამდე. ბიზნესში წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ურთიერთობების უნარია. თუ საუკეთესო სპეციალისტთა მოზიდვა გსურთ, თქვენი ოცნება იმგვარად აღუწერეთ, თითქოს ეს უკვე რეალობაა. ისე იცხოვრეთ, თითქოსდა უკვე მიგეღწიოთ მიზნისთვის. ღოცა სხვები დაგიჯერებენ და მოგენდობიან, სხვა გზა არ დაგრცებათ, დასახულ მიზანს უნდა მიაღწიოთ.

7. ფული თქვენზე მუშაობს. რაც უფრო სწრაფად აბრუნებთ ფულს, მიტ ინტენსიური გახდება ფულის ნაკადი. შექმენით ისეთი სისტემა და შეკრიბეთ ისეთი ჯგუფი, რომ ბიზნესი თქვენი უშუალო მონაწილეობის გარეშეც ფუნქციონირებდეს.

8. გახსოვდეთ, რომ თამაშსი, ისევე როგორც ბიზნესში, ნებადართულია ყველაფერი, რაც აკრძალული არ არის. ნამდვილად დიდი ფული იქ კი არა არის, სადაც უკვე გაკვალული ბილიკია, არამედ იქ, სადაც ჯერ ფეხი არავის დაუდგამს. ამიტომ ეძებეთ პერსპექტიული ბაზარი და მიმართულებები. შპეციალისტების აზრით, უფრო მეტად ეფექტიანია მიმართულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია პლანეტის ყველა მცხოვრებისათვის: ჯანმრთელობა, განათლება, ინვესტიციები, უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შეიმუშავეთ ახალი სქემები, მარკეტინგისა და გაყიდვების ახალი მეთოდები.

9. აიძულეთ ფული, თქვენზე იმუშაოს. ღარიბი ადამიანები ფულისათვის მუშაობენ, მდიდრები კი ფულს აიძულებენ მათზე იმუშაოს. ისინი იძენენ აქტივებს:უძრავ ქონებას, ფასიან ქაღალდებს, სხვადასხვა კომპანიასა და საწარმოს. გახსოვდეთ, რომ სიმდიდრე უნარია, იცხოვროთ ისე, რომ არ იმუშავოთ!

მილიონერები ამბობენ
არისტოტელე ონასისი:

“დღე და ღამე უნდა იფიქროთ ფულზე და მხოლოდ ფულზე. თუ ფული არ გაქვთ, ისესხეთ, მაგრამ არა პატარა, არამედ დიდი თანხა და ყოველთვის სწრაფად დააბრუნეთ. საკუთარი პრობლემები თქვენთვის შეინახეთ, დაე ადამიანებს სჯეროდეთ, რომ საქმეები ჩინებულად მიგდით. თუ ყოველ ღამე სამი საათით ნაკლებს დაიძინებთ, წელიწადში თვე-ნახევარი გამოგითავისუფლდებათ.”

ჰოვარდ ჰიუზი:

“მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ფული გამოიმუშავეთ, მნიშვნელობა აქვს, რამდენი ფული გაქვთ.”

პოლ გეთი:

“ნამდვილად დიდი ფულის შოვნის პრაქტიკულად ერთადერთი გზა საკუთარი საქმის გახსნაა. თუ სხვისთვის მუშაობთ, ბევრს ვერ გამოიმუშავებთ. იპოვეთ თქვენი ნიშა, აწარმოეთ საქონელი, რომელიც ხალხს სჭირდება, მაგრამ ან ვერ ყიდულობენ, ან გაჭირვებით შოულობენ.”

ჰატინგტონ ჰართფორდი:

“ის ადამიანები, ვისაც ხელმძღვანელობასთან საერთო ენის გამონახვა შეუძლია და ყველფერს ისე აკეთებენ, როგორც საჭიროა, ვერ მდიდრდებიან. შესაძლოა ისინი მაღალანაზღაურებადი თანამშრომლები იყვნენ, მაგრამ არასოდეს ეყოფათ გამბედაობა საკუთარი საქმის დასაწყებად. მილიონერთა უმეტესობა არანორმალურია, მათ არ უყვართ მორჩილება და თავისნათქვამანი არიან.

ჯოზეფ კენედი:

“მილიონი რომ იშოვოთ, უნდა იყოთ ცბიერი და უხეში, გქონდეთ მოთამაშის თანდაყოლილი ნიჭი და დაწყევლილივით იმუშაოთ.”

სტავროს ნიარკოსი:

“მილიონერებმა იციან ფულის ფასი და ძუნწები არიან. ეს მათი აზროვნების ნაწილია. პოლ გეთიმ, მაგალითად, თავისის ახლის შესასვლელში ფასიანი ტელეფონი დააყენა, რათა სტუმრებს მისი პირადი ტელეფონი არ გამოეყენებინათ. არისტოტელე ონასისი კი მხოლოდ საკუთარი ავიახაზებით დაფრინავს… მე ჩემს გემზე ვცხოვრობ, რათა სასტუმროებში ფული არ ვიხადო. რატომაც, არა?”

ფულის შოვნის ორიგინალური მეთოდები
ბრიტანელმა მკვლევარებმა ფულის შოვის ყველაზე ორიგინალური მეთოდების ნუსხა შეადგინეს. აი ზოგიერთი მათგანი:

1. 1960-იან წლებში ჩიკაგოს სადგურზე მამაკაცისა და ქალის ფიგურა-ავტომატები იდგა. ავტომატებში მონეტებს ყრიდნენ, ისინი კი ხელს იწვდიდნენ მომხმარებლისკენ და ეუბნებოდნენ: “გამარჯობა, მეგობარო, ბედნიერ მგზავრობას გისურვებ!” მარტოხელა მგზავრები სიამოვნებით სარგებლობდნენ “მეგობარი” ავტომატების მომსახურებით.

2. რობერტ პოტმა, რომელიც წლების განმავლობაში სათავეში ედგა ქალაქ ვუპერტალში (გფრ) ნაგვის გადამყრელ ფირმას, შექმნა მუზეუმი, რომელშიც ხელმისაწვდომ ფასად შეიძლებოდა “ხარახურის” დათვალიერება. ექსპოზიციას ერქვა “განძეული ნაგავსაყრელიდან.” ექსპონატთა შორის იყო შუასაუკუნეების ძვირფასი ხელნაწერები, უნიკალური ფერწერული ტილოები, ძველებური იშვიათი საათები და სხვა ანტიკვარიატი.3. ნიუ-იორკელმა ელიას ფერგიუსონმაც ფული “ნაგავში”იშოვა. მას 100 ათასი ძველი და იშვიათი გაზეთი ჰქონდა. ერთხელაც, ფერგიოუსონი უსახლკაროდ დარჩა, ძვირფასი კოლექცია კი ვერ გაყიდა. მაშინ აზრად მოუვიდა, ერთმანეთზე დაწებებული გაზეთებით ფარდული აეშენებინა. ქაღალდის სახლის წინ ცნობისმოყვარე ხალხი გროვდებოდა. მათ შორის იყვნენ ტურისტებიც. მაშინ ელიასმა დიდი განცხადება გამოაკრა: “ტურისტული ობიექტი. XX საუკუნის დასაწყისის გაზეთებისგან აშენებული სახლი. დათვალიერება – ერთი დოლარი.” ბიზნესი ერთობ წარმატებული გამოდგა.

4. ბრიტანელმა ფსიქოლოგმა როჯერ გრეიმ კი ბიზნესი ცრემლებზე ააწყო. მან საჯაროდ განაცხადა: “მამაკაცები ქალებთან შედარებით ნაკლებს ცოცხლობენ იმის გამო, რომ გრძნობებს იოკებენ და იშვიათად ტირიან.” გრეიმ შექმნა სპეციალური კურსები, სადაც მამაკაცებს ტირილს ასწავლიდა, რითაც მათი სიცოცხლიეს უხანგრძლივებდა…

5. კაიროელმა არქეოლოგებმა ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნით დათარიღებული თიხის ფირფიტა იპოვეს, სადაც აღწერილი იყო ძალიან იშვიათი კრემის რეცეპტი, რომლითაც თითქოსდა ძველეგვიპტელი ქალბატონები სარგებლობდნენ. არქეოლოგები არ დაიბნენ და კრემის სერიული გამოშვება დაიწყეს. წარმატებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

6. ჩინეთის ქალაქ ნანძიანში გაიხსნა ლუდის ბარი, რომელსაც “დამსხვრეულ გულთა ბარი” ეწოდა. ეს დაწესებულება საგანგებოდ მათთვის შეიქმნა, ვისაც საყვარელ ადამიანთან განშორებამ ტკივილი მიაყენა. მაგიდებზე გაშლილია ცხვირსახოცები და დასამშვიდებელი წვეთების ფლაკონები დგას. გარდა ამისა, პაბში ადამიანის სიმაღლის თოჯინები დგას, რომლებიც ქალებსა და მამაკაცებს განასახიერებენ, გულმოსულ კლიენტს შეუძლია ჯავრი მათზე იყაროს. დაწესებულებაში საათობრივი გადასახადია. დეპრესიის თითო საათი, შეკვეთის ანგარიშსწორების გარდა, კლიენტს 5 დოლარი უჯდება. ბარში ტევა არ არის…

როგორ ვიშოვოთ დიდი ფული
ბერეზოვსკის მაგია

უკვე ხანდაზმული კაცი ვარ, ვინც ცხოვრებაში მიაღწია ყველაფერს, რაზეც კი ოცნება შეიძლებოდა. იმდენი ფული მაქვს, სიცოცხლის ბოლომდე ვერ დავხარჯავ, ხოლო ჩემი მოკრძალებული მოთხოვნების გათვალისწინებით, შეიძლება რამდენიმე სიცოცხლეც მეყოს. ასე რომ, ფულის შოვნით დაინტერესებული აღარ ვარ.

იმედი მაქვს, რომ ამ ბროშურის გამოქვეყნებით სარგებლობას მოვუტან სასოწარკვეთილებსა და გადაუჭრელი პრობლემების წინაშე მყოფებს.

სათითაო მზე არ არსებობს, მაგრამ ფული ამ ქვეყანაზე ყველასთვის საკმარისია. იმისათვის, რომ ფული გქონდეთ, საჭიროა სურვილი და მზადყოფნა მათ მისაღებად, და იღბალი, იღბალი, იღბალი… სამყარო ქაოსის სტიქია როდია. არც იღბალია ისე ბრმა, როგორც ბევრს წარმოუდგენია. ადამიანებს სხვადასხვა რაოდენობის ფული აქვთ, იმიტომ, რომ განსხვავებულად აღიქვამენ რეალობასა და სამყაროს. იმისათვის, რომ გამდიდრდეთ, გარეგნულად კი არა, შინაგანად უნდა შეიცვალოთ. თუ გნებავთ, ამას წარმატების მაგია უწოდეთ.

ჩვენი პირველყოფილი წინაპარი სანადიროდ წასვლის წინ ირემს სილაზე ხატავდა და ნახატს შუბით განგმირავდა. რისთვის აკეთებდა ამას? იმის გამო ხომ არა, რომ ათასწლეულების გამოცდილებით იცოდა: ნებისმიერ მატერიალურ ქმედებას საფუძვლად უდევს გეგმა, მომავალი მოვლენის იდეური დამუშავება?

ეს არ გახლდათ პრიმიტიული მაგია, ის ნამდვილად ეხმარებოდა მონადირეს ნამდვილი ირმის განგმირვაში. ასეთია რწმენის ძალა, რომელიც ჩვენი სურვილებისა და წარმოდგენების, ანდა პირიქით – ჩვენი შიშებისა და ფობიების მატერიალიზების ძალაა.

რწმენასთან ხუმრობა არ ვარგა: პლაცებო (ანუ რწმენის გარეგნული მატერიალური ატრიბუტები) შეიძლება იყოს როგორიც გნებავთ, თუნდაც ქვიშაზე ან დროშის ქსოვილზე დახატული, რადგან თავად რწმენაა საქმის მამოძრავებელი იმდენად, რამდენადაც ძლიერია თავად რწმენა!

თუ წარმოების წარმატებულობისა არ გჯერათ, საქმეს საერთოდ ნუ დაიწყებთ – ურჩევენ დამწყებ მეწარმეებს. გგონიათ, ეს მეტაფორაა? ფიქრობთ, რომ ბიზნესის წარმატება მხოლოდ ნაწილობრივ არის დამოკიდებული რწმენაზე? ცდებით, საქმეში წარმატების რწმენა სწორედაც რომ მთლიანად განსაზღვრავს მის წინსვლას.

ხშირად გაიგონებთ, რომ იღბალი სულელებს წყალობს. ეს გასაოცარი დაკვირვება, ერთი შეხედვით, სავსებით ალოგიკურია, თუმცა ჭეშმარიტი. სულელს ერთი საინტერესო თვისება აქვს – რაიმე საქმის დაწყებისას ის არ ფიქრობს თანამდევ სირთულეებზე, იმ დაბრკოლებებზე, რომლებსაც “ჭკვიანი” წინდაწინ განსაზღვრავს და ადგილს მიუჩენს წარმოსახვაში. ამის გამო სირთულე სულელისთვის მარტივდება. თითქოსდა, სულელის პრობლემაა – რაკიღა კედელს ვერ ხედავს, არ ნიშნავს, რომ შუბლით არ შეეჯახება, მაგრამ… ოი, საოცრებავ, “სულელი” სწორედ იმიტომ, რომ კედელს ვერ ამჩნევს, მასში თავისუფლად გადის! ის წარმატებას თავისთავად აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ კედელი, რომელსაც “ჭკვიანი” ხედავს, სინამდვილეში წარმოსახული, ცნობიერებაში შექმნილი, ილუზორული ყოფილა! სამყარო დამოკიდებულია იმ წარმოდგენებზე, რომლებიც მის შესახებ გაგვაჩნია. რაც მეტ დაბრკოლებას ხედავს სულიერად დახვეწილი ნატურა, მით მეტ წინააღმდეგობას აწყდება (რაც მისივე “შეკვეთით” წარმოიშვება). რაფინირებულ ინტელიგენტს რომ შესთავაზო, ვაჭრობა დაიწყეო, წინასწარ ათას მიზეზს მაინც ჩამოთვლის, რის გამოც საქმე მარცხიანი იქნება: შეთქმულებას ბაზარზე, საბითუმო მიმწოდებელთა ძლიერებას, რეკეტს, არამდგრად და ხარბ ხელისუფლებას, და კიდევ უამრავ ფაქტორს. არადა, ხშირად ვხედავთ, როგორ იწყებს ვაჭრობას ამ ინტელიგენტის მეზობელი, არცთუ გონებაგახსნილი კაცი და წარმატებასაც აღწევს, რადგან თავისი უმეცრებისა და წარმოსახვის განუვითარებლობის წყალობით, არ ფიქრობს სირთულეებზე.

ქუდბედიანი დაიბადაო, იტყვიან იღბლიან კაცზე. წარმატების მიღწევის პირდაპირპროპორციულად ახალი წარმატების ალბათობა იზრდება. რაც მეტია გამარჯვება, მით მეტია ახალი გამარჯვების შანსი. რატომ? რა უცნაური ურთიერთკავშირია? გამოდის, ადამიანი უნდა დაარწმუნო, რომ წარმატებულია და მართლაც წარმატებული გახდება!

ფულს ფული იზიდავს, – აი ზემონათქვამის კიდევ ერთი დასტური. აბა რატომაა, რომ მდიდრდები უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კი უფრო ღარიბდებიან?

არასდროს წარმოთქვა “არა” სხვის ნაცვლად, სანამ ამას თვითონ არ გეტყვის. ხშირად ადამიანი წინდაწინ ისე მკაფიოდ წარმოიდგენს, როგორ ეუბნებიან უარს თხოვნაზე, წარმოსახვაში ისე ნათლად გაათამაშებს თავისი მარცხის სცენას, რომ აღარც კი ღირს რაიმეს სათხოვნელად სადმე წასვლა – აუცილებლად უარს მიიღებს. თვითონვე ითხოვა და თვითონვე სტკიცა უარი საკუთარ თავს. ჰოდა, ვინ რას მისცემს?

სამყაროს მეტაფიზიკა

ინდუსები სამყაროსეულ ილუზიას “მაიას” უწოდებდნენ, მათი რწმენით, ეს მირაჟების სამეფოა, რომელიც ადამიანს გარს ერტყმის. ნუთუ მატერიალური ბუნება ილუზიაა? ნუთუ ჩვენთვის ჩვეული გარემო უბრალო მირაჟია, ხოლო ნივთეული კანონები, რომელთა მორჩილებასაც შევეჩვიეთ, თავად გამოვიგონეთ?

საკუთრივ ჩემთვის ეს მართლაც ასეა. ხარისხის მქონე მეცნიერმა და მილიონების მქონე მეწარმემ კარგად ვიცი: თუ ხვალ კაცობრიობა ირწმუნებს, რომ დედამიწას პარალელეპიპედის ფორმა აქვს, ეჭვი არ შეგეპაროთ, კოსმოსიდან ჩვენი პლანეტის კუთხოვან ფოტოებს მივიღებთ!

ჩემი თვალსაზრისით (რასაც ჩემი კომერციული გამოცდილებაც ადასტურებს), სინამდვილეში არსებობს პიროვნებისა და სამყაროს ურთიერთკავშირის ერთობ მოქნილი დინამიკური სისტემა, რომელიც პიროვნების გონებრივ სიმწიფეზეა გათვლილი. ჩემი წარმოდგენით, სამყარო აპარატია, რომელიც მის შესახებ ჩვენი წარმოპდგენების ილუსტრირებას ახდენს. ჩვენ ხანმოკლე დროით შევდივართ “მაიაში” და ვარსებობთ იქ იმ სამყაროში, რომლის შექმნასაც საკუთარი თავისთვის საჭიროდ მივიჩნევთ. ეს კი ნამდვილი ოცნებების საუფლოს ჰგავს. საფრთხე კი იმაში მდგომარეობს, რომ ცნობიერებას შეუძლია ბოროტებისა და ჯოჯოხეთის მოდელირებაც დედამიწაზე. ტყუილუბრალოდ დავადანაშაულებთ ამაში სამყაროს – მან ხომ მარტოდენ ჩვენი შეკვეთა შეასრულა! ჯობს დამნაშავე საკუთარ თავში ვეძიოთ. კაცობრიობის დიდი მასწავლებლები ადამიანის პიროვნულ გარდასახვას იმიტომ იჟინებდნენ, რომ იცოდნენ: სამყაროს შესახებ ძველი შეხედულებებით ახალი სამყაროს აშენება შეუძლებელია!

ჩვენ რწმენისა და ნებისყოფის სამყაროში ვცხოვრობთ. ესაა და ეს. ყველაფერ დანარჩენს “პლაცებოს” ხასიათი აქვს. რა არის პლაცებო? მედიკოსები ასე უწოდებენ ფუყე სატყუარას, რომელსაც პაციენტს წამლის ნაცვლად აძლევენ. იმ რწმენით, რომ ეს წამალია, ბევრი პაციენტი გამოჯანმრთელებას იწყებს. ჰოდა, აქციებიც, ფულადი ნიშნებიც, დიპლომებიც და კიდევ ბევრი რამ თქვენი პლაცებოა, მაგრამ შეხედეთ დაკვირვებით, რა იქნებოდა ეს ფერადი ქაღალდები მათ მიმართ კოლექტიური რწმენის გარეშე? მხოლოდ თქვენი ღრმა რწმენა აქცევს მათ ჭეშმარიტად ფასეულად და შესაძლოა ძნელად საშოვნელადაც. თუ თქვენ შინაგანად გწამთ, რომ ფული ძნელად იშოვება, მართლაც გაგიჭირდებათ მისი შოვნა – თვინიერი სამყარო სიამოვნებით წარმოგიდგენთ თქვენი “სიმართლის” დამადასტურებელ ფაქტებს. ის ხომ თქვენს შეკვეთებზე მუშაობს! რაც მეტად ირწმუნებთ, რომ ღარიბი ხართ, მით მეტად გაღარიბდებით და როცა საკუთარი უიღბლობის რწმენა “მდოგვის მარცვლისოდენა” გახდება, აღარაფერი გიშველით – სიღატაკეს თავს ვეღარ დააღწევთ.

რწმენის შესახებ

რწმენა რთული, ორმხრივი ფაქტორია. მას შეუძლია აგვაღზევოს ან გაგვანადგუროს, გაგვამდიდროს ანდა გაგვაღარიბოს.

ჩვენს სამყაროს პირველ რიგში, მშობლებისგან ვიღებთ, ეს ისაა, რასაც ინდუსები “კარმას” უწოდებენ, რადგან სულს, მაიას სქელ ფენებში რომ შესულა, ჯერჯერობით წარმოადგენა არა აქვს ცხოვრებაზე. სამყაროს მისთვის აღმზრდელები ქმნიან. რაც მშობლებისთვის იყო სამყარო – დღესასაწაული თუ კატორღა, იგივე იქნება ის ბავშვისთვისაც. შემდეგ, მოწიფულობაში შეჯბიჯებისას უკვე გვიჭირს ჩვენი “კარმის” შეცვლა. ჩვენ ხომ დაგვარწმუნეს და ფაქტებითაც, მაგალითებითაც დაგვიდასტურეს, რომ ათასის მიღება ძალიან ძნელია. ჰოდა, არ გვესმის, როგორაა იოლი ზოგიერთი ადამიანისთვის მილიონის შოვნა…

გარდატეხის ეპოქებში განსაკუთრებით ნათელი ხდება, რამდენს ნიშნავს ჩვენი წარმოდგენები ცხოვრების შესახებ. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების რუსეთში მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ კაპიტალიზმი სამოთხეა და აკი დღეს ცხოვრობს კიდეც სამოთხეში, ყოველ შემთხვევაში – მატერიალურ სამოთხეში. მოსახლეობის მეორე ნაწილს კი, რადგან ასე აღზარდეს, სჯეროდა, რომ კაპიტალიზმი ჯოჯოხეთია, და როგორც კი გაიჟღერა სიტყვა-პლაცებომ – “კაპიტალიზმი,” სწორედაც რომ ჯოჯოხეთში აღმოჩნდა.

სინამდვილეში ნებისმიერი “იზმი” ფუყეა, შინაარსს მათ, სამყაროს შესახებ, ჩვენივე წარმოდგენები სძენს. მარქსისა და სმიტის მომხრეები ერთნაირად მართალი არიან – უბრალოდ, ისინი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ.

სამყარო კი წარმოდგენების განსხვავებული ფენებითა და პლასტებით იგება:

1. ჩვენი პირადი წარმოდგენები.

2. კოლექტიური და ჯგუფური წარმოდგენები.

3. რიგი თაობების ისტორიულად ჩამოყალიბებული წარმოდგენები.

4. სამყაროს აბსოლუტური კანონები, რომლებიც არასდროს შეცვლილან.

შესაბამისად, ჩვენ გარშემო არსებული რეალობის მოდუსი – “განაჩენები” არსებობს. ზუსტად ისიც კი არ ვიცით, რატომ, მაგრამ სავსებით დარწმუნებული ვართ, რომ “ეს” შეუძლებელია, “ის” – ნაკლებსავარაუდოა, “აი ეს” – სავსებით შესაძლებელია,” ხოლო “აი ის” – გარდუვალია.

თუმცაღა ადამიანის ნებელობას, თუკი მას ისევე გავავარჯიშებთ, როგორც სპორტსმენები – კუნთებს, ძალუძს წინ აღუდგეს წარმოდგენათა მეოთხე ჯგუფსაც – აბსოლუტურ კანონებს მოდუსი – “განაჩენით” : “ეს შეუძლებელია.”

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ინდოსტანში მივლინებებისას თავად შევხვედრივარ და ვურთიერთობდი იოგებთან, მაგებთან, ბერებთან, რომლებიც გრავიტაციას დაძლევდნენ: ისინი ლევიტირებენ (დაფრინავენ) და ტელეპორტირებენ (ნივთებსა და საგნებს გადააადგილებენ). ეს ნებელობის უმაღლესი გამოვლინებაა, მისი საოცარი ძალა, იმ ძალის დარი, ქრისტეს სიტყვებში რომ ასახულა “მდოგვის მარცვლისოდენა რწმენის” შესახებ.

გაიხსენეთ ქრისტეს მოწაფე, ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ წყალზე რომ გაიარა, შემდეგ ეჭვი შეიტანა ასეთ სასწაულში და უმალ წყალში ჩავარდა. ისტორიული მოწმობები არსებობს იმისა, რომ წმინდა სერაფიმე საროველი “ჰაერში იწეოდა,” ანუ გრავიტაციის კანონის საწინააღმდეგოდ, ლევიტირებდა.

გულწრფელად გეტყვით, “ნებალპინიზმის” (ამ ტერმინს ორი სიტყვის ნაერთით: “ნებელობა” და “ალპინიზმი” ვქმნი) ასეთ სიმაღლეებს ვერ შევწვდი, და საეჭვოა აწი შევწვდე. სამაგიეროდ, ვიცი, რომ თუკი შესაძლებელია ნებალპინიზმის მსოფლიო რეკორდი, მაშასადამე შესაძლებელია მისი რეგიონული ჩემპიონატებიცა და ტურნირებიც. თუ გამდიდრების ამოცანას დაისახავთ, არ დაგჭირდებათ ბუნების კანონების დასაძლევად ქანცის გაწყვეტა. Aმას ისედაც მოახერხებთ, რადგან ფული “გარდუვალის” კი არა, “სავარაუდოს” კატეგორიას ეკუთვნის.

მკითხველო, თქვენგან ალბათ ცოტას თუ უხილავს ჩემსავით, მფრინავი მაგები, სამაგიეროდ, შორიახლო ყველას გინახავთ მდიდარი ადამიანები და შესაძლოა, გვერდით სადარბაზოსა ან თქვენსავე კარის მეზობლად.

საქმე ისაა, რომ იღბალი ბრმა სულაც არ გახლავთ, ის თითოეულ თქვენგანს თქვენივე რწმენის შესაბამისად მოგეგებათ.

ფულის ფლობის რწმენას ებრაელებს ადრეული ბავშვობიდან გვინერგავენ. სწორედ “ნებალპინიზმის” მეთოდში მდგომარეობს ებრაელების ზღაპრული სიმდიდრის საიდუმლო. მერე, რასაკვირველია, ამას ემატება “შეთქმულება” და “ებრაელების ზესოლიდარობაც,” თუმცა საფუძველს მაინც ებრაელების რწმენა წარმოადგენს იმის შესახებ, რომ ისინი ღვთის რჩეული ხალხია. “ღმერთი მთელი სამყაროს საუნჯით დაგვასაჩუქრებს!” – ირწმუნებოდნენ ებრაელები საუკუნეების განმავლობაში. ცხადია, მათ სიმდიდრე, ღმერთმა (შემოქმედმა, მოაზროვნემ, სამართლიანმა ზეპიროვნებამ) კი არა, სამყარომ (მაიამ, მატერიალურის ილუზიამ) უბოძა. ღმერთი კი ვფიქრობს, წუხდა, როცა ცემს თანატომელთა საქმეებს ხედავდა. მაგრამ სამყარო ყველას მისი რწმენის მიხედვით და არა სამართლიანად, ასაჩუქრებს. განა სახარებაზე უკეთ სადმე თქმულა: “თქვენი რწმენისაებრ მოგეგებათ თქვენ.”

ებრაელობის მესიანიზმის გარეშე ჩვენი შეთქმულება ფუყე იქნებოდა. არის კიდეც ფუყე, “პლაცებო,” რომელზე ჩაბღაუჭებული ებრაელები ფიქრობენ, რომ ღმერთი “გამოიჭირეს.” შეუძლებელია ებრაული წარმატების ახსნა მხოლოდ მატერიალური ფაქტორებით. განა ბეჩავ და დევნილ უგვარტომოთა შეთქმულებას სხვა ხალხები თავის, გაცილებით ძლიერ შეთქმულებას ვერ დაუპირისპირებდნენ? განა ხელმწიფეებს თავიანთ იუდეველ ქვეშევრდომებზე მეტი ძალმოსილილება არ ჰქონდათ?

მე აღზრდილი ვარ გარემოში, რომელიც მსოფლიო ფულს საკუთრებად აღიქვამდა და ამ რწმენას მრავალ შთამაგონებელ პლაცებოს უმატებდა. ებრაელები დაბადებით “ნებალპინისტები” არიან (ისევე, როგორც ზანგები – სპორტსმენები), თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ხალხებს არ შეუძლიათ “ნებალპინიზმს” დაეუფლონ. უბრალოდ, მათთვის ეს უფრო ძნელია, რადგან მენტალიტეტი (კიდევ ერთი პლაცებო) გამდიდრების დამაბრკოლებელ ბევრ მავნე წარმოდგენას შეიცავს. “ნებალპინიზმი”, ისევე, როგორც ნებისმიერი სპორტი, პირველად მონაცემებზე, ვარჯიშის ინტენსივობასა და მწვრთნელების უნარებზეა დამოკიდებული. ვარჯიშის ინტენსივობით შესაძლებელია პირველადი მონაცემების დეფექტების გამოსწორება.

შემოსავლის ზრდის მეთოდიკები

მაშ, ასე, მოემზადეთ “ნებალპინიზმის” სტილით პრაქტიკული სავარჯიშოებისათვის. დასაწყისისათვის უნდა შეისწავლოთ თქვენი უნარები “ბუნებრივ მდგომარეობაში” – რამდენს გამოიმუშავებთ, რაზეა “გათვლილი” თქვენი ინდივიდუალური სამყარო.

უპირველესად, გააანალიზეთ თქვენი ნაცნობობის წრე და მოიკვეთეთ სკეპტიკოსები, პესიმისტები და წუწუნა ადამიანები – ისინი “ნებალპინისტის” ფეხებზე მიბმულ სიმძიმეებს წარმოადგენენ. შეეცადეთ თანამოაზრენი იპოვოთ – ოპტიმისტები, ვისაც წარმატების თქვენსავით სჯერა. მწვერვალისკენ ჯგუფურად სვლა უფრო იოლია – ჯგუფის წევრები ერთმანეთს “ზევით ექაჩებიან”, რადგან სხვაგვარად მწვერვალზე ვერ ავლენ. ამას “ჯგუფური ნებალპინიზმი” ეწოდება.

ძალიან მნიშვნელოვანი და რთული ეტაპია “ძველი სამყაროს” ანუ, იმ რეალობის უგულებელყოფა, რომელიც სტიქიურად შეიქმნა მშობლების, თქვენი მეგობრების, ბაშვური შთაბეჭდილებების გავლენით. ის, რაც ახლა ობიექტური რეალობა გგონიათ, სინამდვილეში სამყაროს შესახებ სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ფანტაზიის ნაკრები გახლავთ.

დაფიქრდით, როგორი გსურთ, რომ იყოს “ახალი სამყარო”? იქნებ, ყველაფერი გაკმაყოფილებთ “ძველ სამყაროში”? მაშინ მოსალოცად გქონიათ საქმე! ანდა იქნებ ფული კი არა, სულ სხვა რამ გჭირდებათ?

თუმცა, ჩვენ ახლა მხოლოდ ფულზე ვლაპარაკობთ. თუ სავსებით დარწმუნებული ხართ, რომ რაღაც გარკვეული თანხა გჭირდებათ, მოემზადეთ ახალი მიჯნების დასაპყრობად.

თუ ღარიბი მასწავლებელი ბრძანდებით და უცებ სურვილად მილიონ დოლარს ჩაუთქვამთ, თავს მოვიჭრი, რომ მარცხი გელით! ეს იგივეა, არანავარჯიშებმა სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონობა რომ მოისურვოს. უნდა იცოდეთ, რომ მართალია, სამყაროსთვის შეუძლებელი არაფერია (ხომ ხდება, რომ ღატაკებიც იგებენ მილიონებს ლატარიაში და როგორც ხვდებით, ეს შემთხვევით არ ხდება!), მაგრამ ჯერჯერობით ბევრი რამ თქვენთვის შეუძლებელია.

რეალისტი იყავით. შემოსავლის ზრდა მომავალი წლისთვის დაგეგმეთ, რათა მანევრირებისთვის სივრცე მოიპოვოთ და 20 პროცენტზე მეტით ნუ დაიწყებთ. ერთხელ ჩავუთქვი, რომ ჩემს შემოსავალს გავაორმაგებდი და სასტიკი მარცხი ვიწვნიე, იმიტომ კი არა, რომ მეთოდიკა არ ვარგოდა, არამედ იმიტომ, რომ თავადვე ვერ ვირწმუნე ასეთი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. რისკი ასეთია: მიზნად ძალიან მაღალი მიჯნის მიღწევას თუ დაისახავთ, მარცხი გელით, რითაც საკუთარ ეჭვებს კიდევ უფრო გაამძაფრებთ – ყოველი მარცხის შემდეგ წარმატების ტრაექტორიაზე დაბრუნება უფრო ძნელია, თუმცა, გამოუვალი მდგომარეობები, რაღა თქმა უნდა, არ არსებობს.

მთავარი საფრთხე სწორედ ესაა – ერთი შეხედვით, თითქოსდა რა, ჩაუთქვი სურვილი და აჰა, ინებე მზამზარეული, პირდაპირ სამყაროს კატალოგიდან!

სინამდვილეში კი სამყარო ყველა სურვილს როდი აკმაყოფილებს და აი რატომ. მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების ფსიქოტექნიკები გვასწავლიან, რომ სურვილის ემოციური მხარე, ანუ წადილი უთუოდ უნდა დაიძლიოს, თუ ამ სურვილის ასრულება გნებავთ.

მაგალითისათვის შეადარეთ თქვენი შეგრძნებები ორ შემთხვევაში: როცა საკვების მიღება გნებავთ, შედიხართ სამზარეულოში და აღებთ მაცივარს. თქვენს შინაგან სამყაროში სურვილი კი არსებობს, მაგრამ წადილი – არა! მშვიდად ხართ, ემოციები არ გაწუხებთ. არ გებადებათ კითხვა, საიდან და როგორ მოხვდა თქვენს მაცივარში კეფირი და ძეხვი. ისინი უბრალოდ აქაა, გაიწვდენთ ხელს და აიღებთ.

ჩვენს გრძნობებს ვერ გაიზიარებენ აზიისა და აფრიკის ხალხები, სადაც მასობრივად იხოცებიან შიმშილით. მათ შემთხვევაში ჭამის სურვილს ეზავება დამფრთხალი წადილი, შიში იმისა, რომ საკვები შესაძლოა ვეღარ იშოვოს. რამდენადაც უფრო ძლიერია ეს შიში და ეჭვი (ტყუილუბრალოდ კი არ არსებობს საზარელი გამოთქმა “ეჭვის ჭია”), მით ნაკლებია სასურველის მიღების შანსი.

მე არ ვიცნობ არც ერთ ბიზნესმენს, ვისაც ფული უყვარს. ბიზნესმენები იყენებენ ფულს ცინიკურად და გონივრულად, ფულის სიყვარული კი მათ დაღუპავდა. მოგების მისაღებად თავიდან დიდი თანხა უნდა დააბანდო, ანუ გამოემშვიდობო ფულს და რაც უფრო ულმობელი იქნება ეს განშორება, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ.

ფული კი, როგორადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სწორედ ღარიბებს უყვართ, დაჰკანკალებენ, ხელით სინჯავენ, ჯიბეში იკუჭავენ და ინახავენ. ამიტომაც ფული არასდროს აქვთ. სწორედ აქედან მომდინარეობს ბიზნესის დევიზი, რომელიც ალბათ არაერთხელ გსმენიათ: “ნამდვილად დიდი თანხის შეგროვება შუძლებელია. შესაძლებელი მხოლოდ მისი გამომუშავება გახლავთ.”

სად მარხია აქ ძაღლის თავი? სამყარო ჩვენს შეკვეთასთან ერთად, რომელსაც ბობოქარი ემოცია – წადილი ახლავს, დამატებით განაცხადს იღებს იმასთან დაკავშირებით, რომ სასურველი თურმე ძნელად მისაღწევია. თუკი გწადიათ (და არა უბრალოდ და მშვიდად გსურთ), მაშინ თქვენს განაცხადს საზარელი დამღა აჩნია: “სურს, ეს ყველაფერი დიდი სიძნელეების გზით მიიღოს!” და კვლავ ვერავის დაადანაშაულებთ, აკი თვადვე შეუკვეთეთ პრობლემები, ჰოდა, ინებეთ!

მაშ ასე, სურვილი გაქვთ. თვითკონტროლისთვის უმჯობესია ჩაიწეროთ იგი ან კარგად დაიმახსოვროთ. ეს სურვილი ცივ-გონივრული (ყოველგვარი წადილის გარეშე), რეალისტური უნდა იყოს (უფრო სწორედ, თქვენ უნდა გეჩვენებოდეთ ასეთად) და ძალზე მკვეთრად არ უნდა ცვლიდეს თქვენს ცხოვრებას.

დავუშვათ, მოკრძალებულ მუშაკს თვეში 8 ათას რუბლი ხელფასი აქვს. ერთხელაც აიღო ხელში “ნებალპინისტური” ფურცელი (პლაცებოს სახეობა) და წააწერა: “მომავალი წლიდან თვეში 10 000 რუბლს ანუ, წელიწადში 120 000 რუბლს მივიღებ.”

ახლა დაუფიქრდით, რა სახის პლაცებოს გამოყენება შეიძლება მიზნის მისაღწევად? რა მოქმედებები დაგარწმუნებთ, რომ მეტის გამომუშავება შეგიძლიათ? რა ფსონს უნდა ჩამოხვიდეთ იღბალის იმედით? ეს სამყაროს კი არა, რომლისთვისაც თქვენი თხოვნა წვრილმანია, არამედ თქვენ გჭირდებათ თვითრწმენისთვის. უნდა იცოდეთ, რომ სამყარო სასურველს თქვენი მხრიდან რაიმე მოქმედებების გარეშეც გიბოძებთ, თუკი წადილი ვერაგულ განაცხადს არ მიაწვდის იმის შესახებ, რომ ამის მიღება ძნელია. რაც უფრო რთულად გეჩვენებათ რაიმე შედეგის მიღება, მით უფრო რთული მისაღები იქნება ის რეალობაშიც. არ აჰყვეთ წადილს! არ უთხრათ საკუთარ თავს: “კარგი იქნებოდა, რომ…” იცოდეთ, რომ აქა და აქ ესა და ეს გელით და შეეცადეთ, რომ ეს ცოდნა დიდი სიმშვიდით აღჭურვოთ. თქვენ ხომ არ ღელავთ კარადაში გადანახულ მარაგზე, რადგან ზუსტად იცით, სადაა და რამდენია. ასეთივე ცოდნა მომავლის შესახებ, ვნებებისა და შფოთვის გარეშე – “ნებალპინიზმის” მწვერვალია.

მომავალი ისე უნდა ჩაუთქვათ, თითქოს წარსულს იხსენებდეთ, სქემით: “ჰო, მართლა, მომავალ კვირას მე ხომ გაუთვალისწინებელი 1000 დოლარი გამომიჩნდება! ჰოდა, რაში დავხარჯო? ბანკში შევიტანო თუ საყვარელ ადამიანს საჩუქარი ვუყიდო? წადილისაგან, თხოვნის არშესრულების ავადმყოფური შიშისგან გასათავისუფლებლად, ჩემს საკუთარ მეთოდს გთავაზობთ – “პრიორიტეტების ჩანაცვლებას.” მაგალითად იმისათვის, რომ ადამიანმა არ იფიქროს ფულზე, თავგამოდებით იწყებს ბაღში ფუსფუსს და ფიქრობს, სად იშოვოს მცენარის თესლი, რით გაამდიდროს ნიადაგი, როგორ გაახაროს სუპერგოგრა – და სადღაც, ცნობიერების კუნჭულში, პერიფერიაზე, ღვივის ამდაგვარი აზრი: “ჰო, ის 300 000 მომავალ თვეში… ისე უცბად გამომიჩნდება… სად დავაბანდო?.. ოჰ, თუმცა, ამისთვის სად მცალია, მცენარეები მიჭკნება!”

თუ მართლა დარდობთ ბაღზე, სპორტულ გუნდსა ან მეცნიერულ კათედრაზე, იცოდეთ, რომ იქ საქმეები უხეიროდ წავა, რადგან პრინციპი – “ნერვიულობა ამის გამო” ითვალისწინებს “გართულებას ამაში.” დაე ბაღი გადახმეს, სამაგიეროდ, 300 000-ს მიიღებთ საჭირო დროს. რასაკვირველია შეიძლება პირიქითაც მოხდეს – ფული ვერ მიიღოთ, მაგრამ წალკოტი ახაროთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი შიშის გადართვა ბაღზე ვერ მოახერხეთ, რადგან სიღარიბის შიში უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

თუ თქვენთვის ნაცნობ მდიდარ ხალხს დააკვირდებით, აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ სულელური “გატაცებები” აქვთ. თითქოსდა რაში ენაღვლება ფეხბურთი, როცა მისი ფირმის კაპიტალბრუნვა წელიწადში მილიარდს შეადგენს? არადა, სწორედ ფეხბურთი ეხმარება ეჭვის ჭიის “დაპურებაში” და საშუალებას არ აძლევს, საქმე გააფუჭოს.

ჩვენი სამყარო, თუკი მატერიალურის ილუზიას განზე გადავდებთ, ბევრი ნებისა და აღმსარებლობის გზაჯვარედინს წარმოადგენს – ბიზნესში თქვენი ნებელობა კონკურენტისა და მყიდველის ნებელობაზე ძლიერი უნდა იყოს. საქონლის დასახელება და ხარისხი მეორადი პლაცებოა, ლატარიის ბილეთი, თქვენი ნებელობისდა შესაბამისად რომ მოგაგებინებთ ან წაგაგებინებთ.

ნებისმიერი, ვინც ბიზნესით დაკავებულა, ხალისით დაგიდასტურებთ, რომ ვაჭრობა საქონელზე კი არა, გამყიდველზეა დამოკიდებული. ერთ გამყიდველს ძველმანების გაყიდვაც კი შეუძლია, მაშინ, როცა მეორე ოქროზე ზის და ნახევარ ფასშიც ვერ გაუსაღებია. რაშია საქმე?

საქმე კი ფსიქოლოგიაშია, იმაშია, რომ ერთი მარჯვე, მეორე კი შებოჭილი და დათრგუნულია. ყურადღებით დააკვირდით – რატომ ხდება ასე? განა პასუხი ნათელი არ არის? პირველს ძლიერი ნებელობა აქვს, მეორე კი “თვითმოდულირებული უიღბლოა.”

გახსოვდეთ, რომ თქვენი ძალა თქვენს რწმენაშია. თილისმა და ამულეტი კი არ დაგიცავთ და ბედნიერებას მოგანიჭებთ, არამედ მასთან დაკავშირებული ძლიერების მენტალური ხატება. ნივთი ყოველთვის პლაცებოა, და სხვის ხელში ის უმაქნის საგნად იქცევა.

“ნებალპინიზმს” თუ მიჰყვებით, საკუთარ თავს ზრდის მიჯნები უნდა დაუდგინოთ. გამდიდრების პროცესში მიჯნიდან მიჯნისკენ, სულ უფრო მაღლა და მაღლა გაემართებით. თუ სადმე შეფერხდით, ესე იგი საწყის მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეთ, რადგან მიჯნა მეტისმეტად მაღლა დაგიდგენიათ…

მიჯნა ყოველთვის თქვენს ცნობიერებაში უნდა არსებობდეს და ამავდროულად წინა პლანზე არ უნდა გადმოიწიოს. უკეთესია თუ მას ქვეცნობიერში შეაგდებთ რათა კი არ იფიქროთ მასზე, არამედ ბუნდოვნად იგრძნოთ.

ჩემს მეთოდს გაგიზიარებთ: ვწერდი რომელიმე ციფრს (ჩემ მიჯნას) სხვადასხვა ფურცელზე, ორგანაიზერში, ტელეფონის ყურმილზე და ა. შ. მხოლოდ ციფრს, კომენტარების გარეშე. საკუთარ თავს ვაჩვევდი იმ აზრს, რომ ეს ციფრი თვალსაჩინოა მომავალში, რომ ის ჩემია, მე მეკუთვნის, უნდა მივეჩვიო და არ უნდა გამიკვირდეს, როცა ის ჩემს ჩეკების წიგნაკში აღმოჩნდება.

ეს პრაქტიკულად ყოველთვის მუშაობდა, თანაც, ციფრის წერისას არასოდეს ვინტერესდებოდი, საიდან მოვიდოდა ეს თანხა, ანუ არ ვებღაუჭებოდი პლაცებოს, უბრალოდ ვიცოდი, რომ გარემოებები იმგვარად აეწყობოდა, რომ ზუსტად ამ თანხას უეჭველად მომიტანდა. ისღა დამრჩენოდა, ეს ფული მიმეღო.

შეგიძლიათ ჩემს გაკვალულ გზაზე იაროთ, შეგიძლიათ საკუთარი მნემონიკური მეთოდი შეიმუშაოთ, მაგრამ გახსოვდეთ! მოქმედებენ არა ფურცლები და ციფრები, არამედ გონება, აზრი, ხოლო ყველაფერი დანარჩენი პლაცებოა. თუკი შეეცდებით, უბრალოდ სახალისოდ გამოიყენოთ ჩემი მეთოდი და სიცილით აღმოაჩენთ, რომ ის არ მუშაობს, მაშინ თქვენ თავად დააპროგრამებთ საკუთარ თავს მარცხისთვის. რადგან სამყარო, როგორც უკვე გაგაფრთხილეთ, თქვენი მსოფლმხედველობის დასადასტურებლად ნებისმიერი რაოდენობის ფაქტებს წარმოგიდგენთ.

ეს მეთოდი ამუშავდება მხოლოდ მაშინ, როცა მას წარმატების რწმენით გამოიყენებთ, როცა საყიდლებს ჯერ კიდევ არმიღებული ფულით დაგეგმავთ, როცა წინასწარ ააშენებთ ფერმას ჯერ კიდევ არნაშობი შინაური პირუტყვისათვის. ფულს კი სამყაროსგან მიიღებთ. თავდაპირველად იყო სიტყვა. ჯერ დაგეგმილი სიმდიდრე – ლოგოსი, აზრი, და მხოლოდ შემდეგ, ოპტიმიზმისა და უკეთესი მოლოდინის გაბედულ ტალღაზე, მოვა სიმდიდრეც.