თავი მეოთხე ზმანებანი მეტისმეტად ბნელა ასეთი სიცხისთვის ან მეტისმეტად ცხელა ასეთი სიბნელისთვის. ერთ-ერთი აშკარად ზედმეტია. წყვდიადში, ხრიოკის ბუჩქნარში გაოფლილი ვზივარ. უკვე 15 წუთია, რაც მანქანა ავტოფარეხიდან გამოვიდა. შუქი არ ანთია. ეზოში გამომავალი კარი ორი დუიმზეა გამოღებული: გამაგრილებელი ჩართულია და ალბათ როგორ ქრის ტენიანი, გრილი ნიავი ბადიდან. ვოცნებობ ამ სიგრილეზე. მუცლის გვრემის შესაჩერებლად პრესის კუნთებს ვჭიმავ. ისეთი [...]


